სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, მასწავლებელო!“ -  თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის მსოფლიო დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღნიშნეს
06-10-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღის მთავარი მიზანი იყო, ბავშვებს კიდევ ერთხელ ეგრძნოთ, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, ზრუნვა და ცოდნის გაზიარება.

მოსწავლეებმა ლამაზი სიტყვებითა და გულწრფელი ემოციებით გამოხატეს მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად მათ გვერდით დგანან, ასწავლიან, ამხნევებენ და სჯერათ მათი შესაძლებლობების.

„გვინდოდა, ეს დღე მხოლოდ მილოცვა არ ყოფილიყო - ყოფილიყო პატივისცემის, მადლიერების, ერთმანეთის დაფასებისა და ერთიანობის გამოხატულება.

მადლობა თითოეულ მასწავლებელს იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად, ხშირად უხმაუროდ, მაგრამ უდიდესი სიყვარულით აკეთებს.

გილოცავთ პროფესიულ დღეს, ძვირფასო მასწავლებლებო!“,- აღნიშნეს მე-8 კლასელებმა და პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება