| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორ გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენი საიმედო ასისტენტი და არა დავალების უბრალო „შემსრულებელი“? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქუთაისის №12 საჯარო სკოლაში მასშტაბური პროექტი „AI-დეა - მომავლის სკოლა“ შედგა.
როგორც სკოლაში ვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი, ეთიკური და ეფექტიანი გამოყენების კულტურის დამკვიდრება, თანატოლგანმანათლებლობის მოდელის გაძლიერება და თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
პროექტის ფარგლებში მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით 120-ზე მეტი მოსწავლე აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ინტერაქტიულ და პრაქტიკულ აქტივობაში:
მოსწავლე-ტრენერთა მომზადება: აქტიურმა მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი AI-ს ეთიკაზე, პლაგიატსა და აკადემიურ პატიოსნებაზე, ხელოვნურ ინტელექტთან სწორ კომუნიკაციასა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებაში.
თანატოლგანმანათლებლობა - „AI ჩემს სასკოლო ცხოვრებაში“: გადამზადებულმა მოსწავლეებმა მე-8–10 კლასელ თანატოლებს ჩაუტარეს სემინარები, სადაც პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრეს AI-სთან სწორ კომუნიკაციაზე.
ვორქშოფი პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის: „AI სასკოლო პრაქტიკაში, გამოწვევები, ეთიკა და შესაძლებლობები“ - შეხვედრაზე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლობმა და მასწავლებლებმა გაიზიარეს თავიანთი გამოცდილება და იმსჯელეს, თუ როგორ გახადონ AI საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის ეფექტიანი პირადი ასისტენტი.
„ერთად შევქმენით მომავლის სკოლა!“- აღნიშნავენ სკოლაში და დიდ მადლობას უხდიან მოსწავლეთა თვითმმართველობასა და პროექტის ორგანიზატორებს, თანამედროვე, შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ