სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ხუციშვილი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისა და თაობების განათლებაში შეტანილი წვლისთვის დაჯილდოვდა
02-10-2026
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგის - ნინო ხუციშვილის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

სექტემბრის ბოლოს გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ფოთის N7 საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო ნინო ხუციშვილი. მას მადლობის სიგელი განათლებისა და მეცნიერების მისნისტრმა გივი მიქანაძემ გადასხა.

როგორც წლის საუკეთესო პედაგოგი ნინო ხუციშვილი ასევე დააჯილდოვა ფოთიე მერმა. 

სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და კიდევ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„მასწავლებლობა ყველაზე საპატიო სტატუსია, მისი ღვაწლის დაფასება კი ყველაზე დიდი ჯილდო...

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებთ საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ საპატიო სიგელი და ქალაქის მერის მიერ წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო გადაეცა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნინო ხუციშვილს წლების მანძილზე თაობების აღზრდისა და სწავლების საქმეში გაწეული ერთგული, უანგარო და დაუღლელი შრომისთვის.

ვულოცავთ ნინო მასწავლებელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება