| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამიტომ ბავშვებს პირველი სასწავლო დღე ზეიმად უქციეს.
მოწესრიგებულმა სასწავლო გარემომ, საზიმოდ მორთულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა გილთბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა.
დღის განსაკუთრებული ნაწილი იყო წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება. ისინი მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო!
იწყება ახალი გამოწვევების, ცოდნისა და წარმატებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.
განსაკუთრებით ვულოცავთ, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. მათთვის ეს ახალი, საინტერესო და ემოციებით სავსე გზის დასაწყისია. ვუსურვებ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნითა და სიყვარულით ღირსეულ მოქალაქეებად და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებად გაიზარდონ.
ვულოცავთ პედაგოგებს, რომელთა შრომა და თავდადება ღირსეული თაობების აღზრდას ემსახურება, და ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთი წარმატებებით ასახელებენ სკოლასა და მუნიციპალიტეტს.
ჩვენი მიზანია, სკოლაში შევქმნათ მოსწავლეზე და მის წარმატებაზე ორიენტირებული გარემო და თითოეულ მათგანს განვითარების შესაძლებლობა მივცეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ მშვიდ, საინტერესო და წარმატებებით სავსე სასწავლო წელს!“,- აღინიშნა სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ