სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლირიკული მოზაიკა გალაკტიონზე“ - იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა „პოეტების მეფის“ შემოქმედებით სამყაროში
28-09-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა საინტერესო და ემოციური გაკვეთილი, რომელიც ქართული პოეზიის ერთ-ერთ უდიდეს სახელთან - გალაკტიონ ტაბიძესთან  შეხვედრას მიეძღვნა.

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა ონიანი ხელმძღვანლობდა.

როგორც პედაგოგი გვიყვება, გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა გაიხსენეს გალაკტიონ ტაბიძის მოკლე ბიოგრაფია, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები და შემოქმედებითი გზა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოეტის ბავშვობისა და ყრმობის წლებს - იმ პერიოდს, რომელმაც შემდგომში მისი უნიკალური პოეტური სამყაროს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მოსწავლეებმა ასევე იმუშავეს ნოდარ ტაბიძის წიგნიდან „გალაკტიონი - ყრმობის ბრჭყვიალა ნახატები“ შერჩეულ ამონარიდებზე. ტექსტებმა ბავშვებს საშუალება მისცა, გალაკტიონი არა მხოლოდ როგორც დიდი პოეტი, არამედ როგორც ადამიანი, ბავშვი და ოცნებებით სავსე შემოქმედი დაენახათ.

შემაჯამებელ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები შემოქმედებითად გააერთიანეს და შექმნეს „ლირიკული მოზაიკა გალაკტიონზე“.

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი სიტყვით, განცდითა და დამოკიდებულებით წარმოაჩინა პოეტის შემოქმედების ის მხარე, რომელმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„მოზაიკაში გაერთიანდა გალაკტიონის პოეზიის სევდა და სილამაზე, მუსიკალურობა და იდუმალება, ბავშვობის მოგონებები და შემოქმედებითი სამყაროს მრავალფეროვნება. სხვადასხვა მოსწავლის ჩანაფიქრმა საბოლოოდ ერთი მთლიანი, მრავალფეროვანი სურათი შექმნა - გალაკტიონის პოეტური სამყარო.

გაკვეთილმა  კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ლიტერატურა მხოლოდ ტექსტის შესწავლა არ არის. ის არის განცდა, აღმოჩენა, ფიქრი და საკუთარი ემოციის სიტყვებად ქცევა. მერვეკლასელთა მიერ შექმნილი „ლირიკული მოზაიკა“ კი იქცა იმ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან შემოქმედებით კვალად, რომელიც მათ გალაკტიონის სამყაროში მოგზაურობის შემდეგ დატოვეს.

გალაკტიონის პოეზია გრძელდება - იქ, სადაც სიტყვა გრძნობად იქცევა, ხოლო გრძნობა - ლექსად“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა ონიანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა ონიანი ხელმძღვანლობდა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება