სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმ. კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი, ტრადიციულად, საეკლესიო ახალ წელს, დიდი დღესასწაულით განახლდა 
17-09-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს საეკლესიო ახალ წელს განახლდა. 

ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე განსაკუთრებულია - ახალი დასაწყისის, ახალი იმედების, მიზნებისა და ოცნებების დღეა. სკოლა კვლავ გაივსო ბავშვების ჟრიამულით, სიხარულითა და იმ განსაკუთრებული ენერგიით, რომელიც ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ახლავს.

განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები - ბავშვები, რომელთათვისაც დღეს სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მათთვის სკოლის კარი პირველად გაიღო და ეს დღე მათი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისი დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და წარმატებული აკადემიური წელი უსურვეს. 

„ახალი სასწავლო წელი თითოეულ მოსწავლეს ცოდნის, შემოქმედების, წარმატებისა და კეთილშობილური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას ჰპირდებოდეს. სკოლა კი კვლავ იყოს ადგილი, სადაც ცოდნასთან ერთად იზრდება სიყვარული, პასუხისმგებლობა, პატივისცემა და სამშობლოს ერთგულება.

ღმერთმა დალოცოს ახალი სასწავლო წელი, ჩვენი მოსწავლეები, პედაგოგები და თითოეული ოჯახი.

გვქონოდეს მშვიდობიანი, ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი!“,- აღნიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება