სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„ვფიქრობ, სასკოლო ფორმა მოსწავლეს უფრო მობილიზებულს, პასუხისმგებლიანს და სწავლაზე ორიენტირებულს ხდის“-ახალქალაქის N2 სკოლის დირექტორი ანაიდა აბგარიანი
11-09-2026
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში  სათხუთმეტსექტემბროდ გამორჩეული სამზადისია.

სკოლაში წელს 79 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთაც სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემო და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ელის. 

მისი თქმით, სკოლა დიდია, მოსწავლეთა ნაკადიც არაა ცოტა. 79 პირველკლასელი სამ კლასში გადანაწილდებიან. 

„გვინდა, მოსწავლეებს ღირსეულად დავხვდეთ და სკოლის დაწყების პირველი დღე გავულამაზოთ. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს სკოლაში მოსვლა სხვა დღეებშიც უხაროდეთ. ამისთვის ყოველდღიურად ვშრომობთ, და ვცდილობთ კეთილგანწყობითა და კარგი დამოკიდებულებით მათთვის სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მიმაჩნია, რომ ეს თითოეული პედაგოგის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს“, - აღნიშნავს დირექტორი.

პირველკლასელებს სკოლა წელსაც, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებით დახვდება. პატარები თავიანთ ნიჭსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ - იმღერებენ, იცეკვებენ და ლექსებს წაიკითხავენ.

ღონისძიების შემდეგ მათ კლასის დამრიგებლები საკლასო ოთახებისკენ წარუძღვებიან, სადაც მორთული გარემო და სპეციალურად მათთვის დამრიგებლის მომზადებული მცირე ღონისძიება დახვდებათ.

პირველკლასელებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოებიც გადაეცემათ. 

„იქნება ბევრი მილოცვა, დადებითი ემოცია და სიხარული. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გაახარებს პატარებს, აჩუქებს პირველ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას და შეაყვარებს სკოლაში მოსვლასა და სწავლას“, - ამბობს ანაიდა აბგარიანი.

სკოლის ხელმძღვანელი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს პედაგოგების კვალიფიკაციასა და მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებზე.

მისი თქმით, სწორედ მასწავლებლების პროფესიონალიზმი და თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვა განაპირობებს იმ შედეგებს, რომლითაც სკოლა ამაყობს.

„წელს ჩვენი სკოლა 47 მოსწავლემ დაამთავრა. მათგან 17 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაღალი ქულებით ჩაირიცხა, ხოლო 13-მა სწავლა უცხოეთში გააგრძელა. ეს შედეგები მაძლევს საფუძველს, სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენს სკოლაში აკადემიური მოსწრება, დისციპლინა და ურთიერთპატივისცემა მაღალ დონეზეა“, - აღნიშნავს დირექტორი.

ყველა საკლასო ოთახის წინ ტელეფონების შესანახი ყუთები უკვე განთავსებულია, თუმცაღა სკოლაში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაცია. ეს წესი სკოლაში მშობლების წერილობითი თანხმობის საფუძველზე სამი წლის წინ დაინერგა.

დირექტორის თქმით, აღნიშნული მიდგომა მოსწავლეების სასწავლო პროცესზე კონცენტრირებას უწყობს ხელს და მაღალი აკადემიური შედეგების ერთ-ერთი წინაპირობაა.

სკოლაში მშობლების თანხმობით უკვე ორი წელია მოქმედებს დრესკოდიც. ყველა მოსწავლეს შავი ქვედა და თეთრი ზედა სამოსი აცვია.

„იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს შორის ყურადღება ექცეოდა იმას, ვის რა ბრენდის ტანსაცმელი ეცვა. სწორედ ამან მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სკოლაში დრესკოდი დაგვემკვიდრებინა. ვფიქრობ, ერთიანი ჩაცმის წესი მოსწავლეს უფრო მობილიზებულს, პასუხისმგებლიანსა და სწავლაზე ორიენტირებულს ხდის. ამიტომ, ფორმების შემოღებას სრულად მივესალმები“, - ამბობს დირექტორი.

მისივე შეფასებით, როგორც ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაცია, ისევე სასკოლო ფორმის შემოღება აუცილებელი გადაწყვეტილებები იყო.

„ორივე რეგულაცია დროული და აუცილებელი იყო. მოსწავლე უნდა გავდეს მოსწავლეს, უნდა იფიქროს სწავლაზე, წინსვლაზე, ჯანსაღ კონკურენციაზე. ამისთვის ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და მოხარულები და ამაყები  ვართ ყოველთვის ჩვენი მოსწავლეების წარმატებით. დიდი ბედნიერებაა, როდესაც წარმატებული ადამიანი ამბობს, რომ სწორედ ჩვენი სკოლის კედლებში აღიზარდა“,- ამბობს სკოლის დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება