სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო, აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით“
17-07-2018
-
+


ბოლო დროს ტყიბულის შახტში დატრიალებულ ტრაგედიებს სოციალურ ქსელში მრავალი გამოხმაურება და ემოციური წერილი მოჰყვა. 

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თინა სიხარულიძე ავრცელებს ჩანაწერს, რომელიც დაღუპული მეშახტეების მეუღლეებს მიუძღვნა.

„მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო,

აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით.

ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა.

წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და მეოთხედი წველა  ყველი.

ჩაალაგა ტყუილი „ადიდასის“ გაქექილ ზურგჩანთაში და წავიდა.

დატოვა მაღაზიის ვალი და ბიჭისთვის მიცემული პირობა, რომ დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებდა.

გოგოსთვის წართმეული სიგარეტი მოსაწევად არ წაიღო, გადაყარა და თქვა, დღეიდან ამ სახლში აღარავინ აღარ მოწევსო.

ვიჩხუბეთ იმ დღეს,

იცოდი შენ, რომ ჩვენი გოგო ეწეოდა და არ მითხარიო.

არ ვიცოდი-მეთქი, ვერ დავაჯერე და გავებუტე.

მბრძანებელი ხარ-მეთქი ამ ოჯახში,

ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი, ეს ვუთხარი ბოლოს.

გავაგრძელე ლობიოს შეკაზმვა და ბიჭის პირით შევუთვალე, დიდო მეფეო, ხვალ შეგიძლია ლობიო წაიღო-მეთქი საგზლად.

აღარაფერი უთქვამს, ეწყინა ლამაზად, როგორც იცოდა ხოლმე,

თვალის კუთხეებთან შავი ნაოჭები უფრო ჩაუმუქდა, ნიკაპი აუკანკალდა, კედლისკენ მიიხედა და არ ვიცი რა იფიქრა.

ადგა დილით ხმაურით, უნდოდა გამღვიძებოდა და გამოვლაპარაკებოდი.

მეკი, მეორე მხარეს გადატრიალებულს, თვალები მაგრად დამეხუჭა და არ ვაპირებდი შერიგებას მის დაბრუნებამდე. ვიცოდი, დაბრუნებულზე მომიტანდა შოკოლადს ან ლამაზ წინდებს...

და მე ვეტყოდი, შეგირიგდი, ბიჭო, აბა რა ვქენი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა.

გაეღიმებოდა მასაც და თმას ამირევდა დაღლილი ხელებით.

ასეთი მქონდა მე გეგმა და დუმილით გავაცილე ქმარი.

წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა.

დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი.

არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი.

არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი,

არ გავაყოლე ჩვეული კოცნა.

მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე.

და ჩვენში ხომ ქელეხებიც სულ ლობიოთი იციან...

დავუწყობ ახლა სუფრაზე ცხელ კოცნებს, რაც აქამდე მიკოცნია და რაც აწი უნდა მეკოცნა.

ლობიოს ვერ გავაკეთებ, ქალებო, ლობიოს როგორ შევხედო დღეის მერე, გოგოებო...

და ახლა რა ვქნა, რომელი ლეკვი ვუყიდო ჩვენს ბიჭს, ორ კვირაში რომ ხუთის ხდება,

რა ვასწავლო ჩემს თოთხმეტი წლის გოგოს კაცებზე, ცხოვრებაზე, როგორ დავუშალო მოწევა, დარდის ჩაკვლა ობოლ გოგოს...

 რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი, რომ შვილებმა ვერ დაინახონ...

თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები, თქვენი მეფე კაცები, გოგოებო?

ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები, ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე, თქვენი მკერდის სირბილე?“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება