| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესი დამტკიცდა.
განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რომ საჯარო სკოლებმა უზრუნველყონ შინაგანწესში უნიფორმის ტარების ვალდებულების გაწერა და ასევე მონოტირნგის ზომა.
„საჯარო სკოლები, სასკოლო ფორმის სავალდებულოდ ჩაცმასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, ახორციელებენ აუცილებელ სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და პრაქტიკულ ღონისძიებებს, მათ შორის, სკოლის შინაგანაწესით ადგენენ შესაბამისი მონიტორინგის, პრევენციისა და პასუხისმგებლობის ზომებს, ასევე, ამავე კანონით დადგენილ შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან მოსწავლის გათავისუფლების საკითხს სამინისტროსთან წერილობით ათანხმებენ“.
შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უზრუნველყოფს უნიფორმით და ასევე განსაზღვრავს რეალიზების პუნქტებსა და ფორმის გაცემის ცენტრებს, თუმცა ასევე შესაძლებელია რეალიზება ვებგვერდიდან ონლაინგაყიდვის საშუალებით.
ცნობილია ისიც, რომ ფორმების შეძენა მშობლებს უნაღდო ანგარიშსწორებით შეეძლებათ, ხოლო თუ ადგილზე ტერმინალი არ იქნება, შეეძლებათ თანხა გადარიცხონ - „შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით“.
აქვს თუ არა მშობელს ფორმის დაბრუნების ან გადაცვლის უფლება? - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:
მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვალოს/დააბრუნოს მისი მიღებიდან/შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ქარხნული წუნის აღმოჩენის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში. ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ერთჯერადად. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაზე.
სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვლის/დაბრუნების შემთხვევაში უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.
მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლის/დაბრუნების მიზნით, ამ მუხლის შესაბამისად, მიმართოს რეალიზების პუნქტს ან შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული ვადა და პირობები, შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უფლებამოსილია უარი თქვას სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლაზე/დაბრუნებაზე.
დეტალები იხილეთ ბმულზე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა