სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ქართული საყმაწვილო ფილმები“ - საინტერეო პროექტ-გაკვეთილი ნაბახტევის საჯარო სკოლაში 
11-06-2026
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

10 ივნისს, მე-4 კლასში (დამ: ლელა მჭედლიძე) ესთეტიკა-ეთიკა-სპორტის კათედრაზე მუსიკის პედაგოგმა - მაია რიჟამაძემ ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ქართული საყმაწვილო ფილმები“. 

წინა გაკვეთილზე მოსწავლეებს დავალებული ქონდათ ეყურებინათ ქართული საყმაწვილო ფილმებისთვის: „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ და „მანანა“. მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ფილმების შესახებ, შემდეგ მოუსმინეს სიმღერების ფილმის ლაიტმოტივებს. პედაგოგის დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი:

  • 1) მუსიკის დახმარებით ამოიცნეს, რა ხასიათისაა თითოეული მირი? („ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ - მამაცი, ცნობისმოყვარე, მეგობრული, მიზანდასახული, რომლებიც სიძნელეებს არ უშინდებიან და მიზნის მისაღწევად ერთად მოქმედებენ. „მანანა“ - ცელქი, მოუსვენარი და ეშმაკი, მაგრამ უბოროტო -  კეთილი, ჭკვიანი და გულწრფელი);
  • 2) როგორი მელოდია და რიტმი აქვს ამ სიმღერებს? (ორივეს აქვს მელოდია მხიარული და მარტივი, რიტმი ცოცხალი, ენერგიული და მკაფიო);
  • 3) რომელი სიმღერის მელოდიაა მხიარული, ლაღი? გვიხატავს მუსიკა პერსონაჟის ხასიათს? („მანანა“);
  • 4) რომელი სიმღერის მელოდიაა ფართე, აშლილი, და ვალსისებური რიტმის? („ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“);
  • 5) როგორია ამ სიმღერების მუსიკალური თანხლება? („ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“- თანხლება ლირიკული, მშვიდი, ვალსისებური. „მანანა“- მხიარული და ცოცხალი);
  • 6) რა განსხვავებაა მათ შორის? („ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ - მშვიდი, ლირიკული და საოცნებო განწყობის. „მანანა“- ხალისიანი და ცელქი განწყობის);
  • 7) რომელი მუსიკალური თანხლება ჟღერს აშლილად?(„ჩაძირული ქალაქის მაძიებლები, რადგან მისი მელოდია ფართო და ლირიკულია);
  • 8) რომელი მუსიკალური თანხლება ჟღერს დანაწევრებულად? („მანანა“, რადგან რიტმი სწრაფი და მკვეთრია);

როგორც პედაგოგი გვეუბნება, მოსწავლეებმა ამ დავალებით ისაუბრეს ფილმების შინააარსზე, მუსიკასა და ფილმებში გადმოცემული განწყობის ამოცნობა -აღწერაზე, გამოიცნეს თითოეული გმირის ხასიათი, სიმღერების მელოდია, რიტმი, მუსიკით გადმოცემული პერსონაჟების ხასიათი, როგორი ხასიათისაა სიმღერების მუსიკალური თანხლება. მუსიკის რვეულში - „საკრავების გამოფენა“ - მოსწავლეებმა დაწერეს საკრავების სახელწოდებები, ჩამოთვალეს, რომელი საკრავი არის დასარტყამი, ჩასაბერი და სიმებიანი. 

ბოლოს საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს კლასის წინაშე.

„აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეებს უვითარდებათ თვითშემოქმედების, ინდივიდუალურობის უნარი“,- აღნიშნავს მუსიკის მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება