| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროების გაერთიანების კონცეფციაზე ისაუბრა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული უწყების მთავარი ამოცანა იქნება ხარისხიანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებადამხარდაჭერა. სწორედ, ამ სფეროების სინერგიული განვითარება მოგვცემს პოზიტიურ შედეგებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მისი სამოქმედო გეგმა არ იქნება კაბინეტში დაწერილი. ეს იქნება ფართო განხილვისა და მსჯელობის საგანი სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო, ადგილობრივი ექსპერტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისმონაწილეობით. ყველა ეს მხარე ორშაბათიდანვე იქნება პროცესში ჩართული და საერთო ხედვა სტრატეგიად იქცევა. ეს კი, საბოლოო ჯამში, მოგვცემს შესრულებად, რეალისტურ და შედეგებზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო