სიახლეები
საინტერესო

„არ მეგულება უფრო თბილი, უფრო გრილი და უფრო ერთგული ოდა სახლი მთელს დუნიაზე, ვიდრე ჩემი სახლია,“ - ზურა შევარდნაძე
15-07-2018
-
+


ოდა ხის სახლია, რომელსაც ჩვენი წინაპრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აშენებდნენ. ოდა სახლებში ცხოვრება ბევრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თანამედროვე საშენი თუ მოსაპირკეთებელი მასალით გაპრიალებულ ოთახებში, თუმცა ოდებს, კარგა ხანია, იშვიათად თუ ააშენებს ვინმე. ძველი ოდები კი დიდ ისტორიას ინახავს და ხშირად საუბრობენ, რომ მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭონ. 

მებაღე ზურაბ შევარდნაძემ, უმშვენიერესი ბაღის, „გარდენიას“ მფლობელმა, რომელიც წარმოშობით გურიიდანაა, მშობლიურ სოფელში ოდა აიშენა.

„ასე მგონია, ზაფხული ყველაზე მეტად ოდა სახლებს უხარიათ გურიაში, აჭრიალდა იატაკი, ჰაერმა გაუარა გვერდებში, კრამიტი აპრიალდა და ყველაფერი უფრო თავმომწონე გახდა. არ მეგულება უფრო თბილი, უფრო გრილი და უფრო ერთგული ოდა სახლი მთელს დუნიაზე, ვიდრე ჩემი სახლია“ – ასე აღწერს ზურა შევარდნაძე იმ სახლს, რომელიც მან გურიაში აიშენა.

ზურაბ შევარდნაძე Etaloni.ge -ს საკუთარ სახლსა და გურულ ოდაზე მოუყვა.

– ზურაბ, გურიაში თქვენი ოდა ძველებური არქიტექტურითა და ძველი დროისთვის დამახასიათებელი დეტალებით არის აშენებული?

– საერთოდ, ოდა კარგად ნაფიქრია და მერეა აშენებული. ფეხებზე, ანუ ბარჯგებს რომ ვეძახით გურულები, იმაზე უნდა იდგეს. ეს არის ქვისგან გათლილი ბოძები. ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ აერაცია ხდებოდეს. იქ არსებული გარემოზეა ადაპტირებეული ასეთი სახლები და სწორედ ასეთი პატარა სახლი ავაშენე. ეს არის ხის სახლი, რომელიც ქვის ფეხებზე დგას. გურიაში, ჩვენი ბებიებისა და ბაბუების დროს, ყველგან იდგა გურული ოდები. მერე ააშენეს დიდი, ქვისა და ბეტონის კედლები. აბსოლუტურად ყველას სახლი დანესტილია. ჩვენ გურულ ოდას კი არ ეკარება ნესტი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არსებული გარემოსთვის უკეთესი არქიტექტურა არ არსებობს და ვერც მოიგონებ. ამ ოდებმა გაუძლო საუკუნეებს. ჩვენმა წინაპრებმა ხომ ფიქრისა და გამოცდილების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ასეთ სახლებში ეცხოვრათ?!გურიაში, ბოლო წლებში, ძალიან დაცხა. ზაფხულობით, ჩემი ნათესავების სახლებში იწვის ყველაფერი. ჩემს ოდაში კი, რომელსაც ქვემოდან ვენტილაცია აქვს და გრილდება, ზემოდან კი სქელი კრამიტი აფარია, საოცარი სიგრილეა. იმ გარემოში რომ კარგად გრძნობ თავს, რომელიც შენთვის აიშენე, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! 

– სხვებიც აშენებენ გურიაში ოდებს?

– არა, არ აშენებენ და მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძალიან ძვირი ჯდება. ბეტონის სახლის აგება კი გაცილებით იაფია. დღეს ფუფუნება ის არის, რომ იცხოვრო ჯანმრთელ გარემოში. ოდა არც მოდური აღარაა. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, თანამედროვე, მეტალოპლასტმასისან სახლებში იცხოვრონ. ეს უფრო მოდურია და უფრო იაფიც. ლამინატის იატაკს დააგებენ, „გიფსოკარდონს“ გამოაკრავენ, მეტალოპლასტმასის ფანჯრებს ჩასვამენ და თვლიან, რომ თანამედროვეები და მოდურები არიან, ასე დაიგლახავა თავი ადამიანმა. 

– ოდა რამდენ ხანს ძლებს, ხომ ლპება ხე?

– გააჩნია, როგორ მოუვლი. გაფრთხილება უნდა. ისე უნდა გადახურო, რომ ხეს წყალი არ ხვდებოდეს. ჩემი სახლი პატარაა და ადვილი მოსავლელია. ხე ჯანმრთელია და სუნთქავს. ბეტონი კი კლავს და აუბედურებს ადამიანებს. ენერგეტიკულადაც სასურველია ხის სახლში ცხოვრება. ენერგეტიკასაც აღარ ვაქცევთ ამ ბოლო დროს ადამიანები ყურადღებას. ჩემი სახლი კი სწორედ ენერგიით მმუხტავს. კოხტა, ლამაზი, ჯანმრთელი და ბუნებრივი სახლი მაქვს. ადამიანი ძალიან მოშორდა ბუნებას ცხოვრებით,  განწყობითა და ემოციებით. ბუნებასთან სიახლოვის დაკარგვა ძალიან დააზიანებს ადამიანს. ერთი ეგ არის, ხის სახლში ხმის იზოლაცია არ ხდება, თუ ოჯახის ერთი წევრი ხვრინავს, მეორე ოთახში მწოლიარესაც ესმის. ყველა ოთახში ყველაფერი ისმის.

– დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი დიდი ეზოც გაქვთ?

– დიახ. დიდი და გაშლილი უნდა იყოს ეზო. ეს ბებიაჩემის ეზოა და დიდი ხეები დგას. მთელ ზაფხულს იმ ხეების ჩრდილში ვატარებთ. ფაქტობრივად გარეთ ვცხოვრობთ და ოდაში მხოლოდ დასაძინებლად შევდივართ. 

– როგორი ხეებია, ბიძინა ივანიშვილი ხომ არ დაინტერესებულა, ისინიც გადაერგო დენდროლოგიურ პარკში, რომელსაც აშენებს?

– არა, ასეთი განსაკუთრებული ხეები არ გვიდგას, რომ ბატონ ბიძინას მოვაწონოთ თავი, მაგრამ მე კი მიყვარს ყველა. ერთი დიდი ბლის ხე გვაქვს – შამბალას ვუძახით გურულები, მწარე ბალია. დიდი ჩრდილი აქვს და კარგ საქმეს გვიკეთებს. ბებიაჩემისდროინდელი ვაშლის ხეა დარჩენილი და დიდი წაბლის ხე. ოქტომბრამდე კარგია წაბლის ხე, სანამ ეკლიანი ბუძგატების ცვენას დაიწყებს. ეს ეკლები რომ ცვივა წაბლებთან ერთად, მერე მოუხერხებელი ხდება. თუმცა წაბლს რომ მოხარშავ... სიმინდიც შემოდის მაგ დროს, გარეთ ვანთებთ ცეცხლს, ვხარშავთ და ვწვავთ წაბლს, ტაროებს და კარგად ვართ.  –ყვავილების ბაღი არ გაქვთ გურიაში?–ბევრი ყვავილი არ მაქვს. ჰორტენზიები მაქვს – იქ კარგად ხარობენ. აზალიებიც – დიდი ბუჩქები გვაქვს და ზაფხულში რომ ჩავდივარ, კარგად გაღვივებული მხვდება.

– თქვენს აშენებულ ოდაში ვინმე ცხოვრობს?

– არა, დაკეტილია და მე და ჩემი ძმა ჩავდივართ ხოლმე.  ეს ჩემი ბებიას კარმიდამოა სოფელ ბახვში, დედულეთია. მე იქ არ გავზრდილვარ, ასკანაში ვცხოვრობდით და იქაც გვაქვს ლამაზი სოფლის სახლი. ქვედა სართული ბეტონია და ზედა – ხის. ასე ბევრი მოიქცა. ზედა სართული ხის დაადგეს და ორსართულიანად აქციეს. ჩემს სოფელში სულ რამდენიმე სახლია შემორჩენილი, რომლის ქვედა სართულიც ხეა და ზედაც. აჭარაში გვხვდება ასეთი დიდი, მთლიანად ხის ოდები უფრო ხშირად. 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას“

„ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“

„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება