სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ვინ არის განათლების გაფართოებული სამინისტროს შესაძლო ხელმძღვანელი მიხეილ ბატიაშვილი
10-07-2018
-
+


ჯერჯერობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.

მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

იგი ხელმძღვანელობს პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურ ცენტრს - „სილიკონ ველი თბილისს“.„სილიკონ ველი თბილისი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, IT აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.

წლების მანძილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის პოზიციას იკავებდა.

2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი გახდა. ასევე იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორი. ის არის საკონსულტაციო კომპანიის „IPN Consulting“- ის თანადამფუძნებელი.

მიხეილ ბატიაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

იხილეთ ასევე:

„განათლების სისტემას გრძელვადიანი ხედვების მქონე ლიდერი სჭირდება“ - ლია გიგაური

„მიხეილ ბატიაშვილი პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო“ - მარიამ ჯაში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

ბაღები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩაერთვება

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობას

პროექტი ბილინგვური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებითა და საგანთაშორისი ინტეგრაციით დაიგეგმა

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება