სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განათლების სისტემას გრძელვადიანი ხედვების მქონე ლიდერი სჭირდება“ - ლია გიგაური
10-07-2018
-
+


„განათლების სისტემას გრძელვადიანი ხედვების მქონე ლიდერი სჭირდება,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა:

„არ მაქვს ინფორმაცია, რა ტიპის ცვლილებები განხორციელდება. განათლების სისტემა არის ყველაზე უფრო კომპლექსური მიდგომის საჭიროების მქონე სისტემა. განათლების სისტემას სჭირდება ლიდერი, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული, რადგან სისტემაში ადამიანები მომავალი ცხოვრებისათვის ემზადებიან. სწორება უნდა იყოს მომავლის გამოწვევებზე, მომავლის საჭიროებებზე. იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ, გვჭირდება ძლიერი გადაწყვეტილების მიმღები და გრძელვადიანი ხედვების მქონე ლიდერი“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

არაოფიაციალური ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება