| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შევიდა. განათლების სამინისტროს ინიციატივით ცვლლებები ეხება, როგორც სხვადსხვა სტატუსის მქონე მასწავლებლების განსაზღვრებას, ვინ არის მასწავლებლობის მაძიებელი, ვინ შეიძლება იყოს შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი და ა.შ....
მასწავლებლობის მაძიებელი - პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრი აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგნების სწავლების შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ამასთან, განისაზღვრა, რა შემთხვევაშია ვალდებული პირი, ჯერ საგნის კომპეტენცია დაადასტუროს და შემდეგ ჩაერთოს მაძიებლობის პროგრამაში და რა შემთხვევაში - არა:
პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სავალდებულო საგნის სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კვალიფიკაციის შესაბამისი საგნით მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გარეშე.
პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე ვალდებულია დაადასტუროს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუკი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება აღნიშნული საგნის კვალიფიკაცია.
შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი:
ა) დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სპეციალური მასწავლებლით.
ბ) პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2- წლიანი გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, სკოლის მიერ აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის კონკურსის გზით შეუვსებლობის შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევაში პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის ბოლომდე.
ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო არ არის.
ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სისტემაში შემოვიდა ახალი ცნება პროგრამის მასწავლებელი და პროგრამის სპეციალური მასწავლებელი
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
პროექტი ბილინგვური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებითა და საგანთაშორისი ინტეგრაციით დაიგეგმა
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ამსახველმა მასალებმა