| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვით გაწვეულ და ჩარიცხულ პირებს, რომლებიც სრულად იმსახურებენ სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მიეცემათ 5103 ლარიანი დანამატი - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ კანონში ვკითხულობთ: წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვით გაწვეულ და ჩარიცხულ პირებს, რომლებიც სრულად იმსახურებენ 11 თვის ვადით, აღნიშნული სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის მიეცემათ დანამატი 5103 ლარის ოდენობით.
ამასთან, მინისტრის ბრძანებით, 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით გაწვეულ და ჩარიცხულ პირს, რომელიც ამ სამსახურს სრულად დაასრულებს, სამინისტროს ასიგნებებიდან დაუფინანსდება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთ − ბაკალავრიატის, მაგისტრატურის/რეზიდენტურის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური არაუმეტეს 2 250 ლარის ოდენობით, რომელიც სემესტრების მიხედვით გადანაწილდება (წელიწადში ორჯერ გადაიხდება).
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი