სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კიდევ ერთი საგანი, რომლის სასწავლებლად პედაგოგებს უმაღლესის დიპლომი აღარ დასჭირდებათ - მახარაშვილი დეტალებზე
09-06-2026
-
+


ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების პარლამენტის განათლების კომიტეტი განიხილავს. მათ შორის პირველი ეხება  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს.

ამჟამად მოქმედი კანონით, ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ, თუმცა ცვლილებები ითვალისწინებს, „ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ იმ პირებსაც, რომელთაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება;

ამასთან, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირებისთვის სავალდებულო უნდა იყოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კომიტეტის სხდომაზე, განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განმარტებები გააკეთა: 

„პროფესიული განათლების საფუძველზე მასწავლებლობის უფლებას კანონი აძლევს სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით მასწავლებელს... ამ ჩამონათვალს ემატება ტექნოლოგიის მასწავლებლები - მათაც მიეცემათ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით სკოლაში დასაქმების უფლება, მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარებისა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის წინაპირობით. ყველასთვის სავალდებულოა - ჩააბაროს გამოცდა და გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება