სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„თუ ბავშვს კომუნიკაცია არ შეუძლია, ვერანაირ ცოდნას ვერ გამოიყენებს“ - მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ნომინირებული ნინო ჭიჭინაძე
09-07-2018
-
+


უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თბილისი დატოვა და იელის საჯარო სკოლაში მასწავლებლად წავიდა, მესტიაში.

ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ბუნებას ასწავლის სკოლაში, სადაც სულ 12 ბავშვი სწავლობს. თავად დაწყებითი საფეხურის პედაგოგია და 5 მოსწავლე ჰყავს კლასში.

„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ ნომინირებულ ნინო ჭიჭინაძეს რვაწლიანი პროფესიული სტაჟი აქვს. 

ნინო ჭიჭინაძე Etaloni.ge - ს ერთგულ მკითხველს საკუთარ ისტორიას უყვება და გამოცდილებას უზიარებს:  

„მეგობრებთან ერთად ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ საუკეთესო მასწავლებელთა ათეულში მოვხვდი, ემოცია ვერ გამოვხატე, თითქოს ველოდი რომ ასე მოხდებოდა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ჩემი საქმიანობა დადებითად შეფასდა და მეტი და მეტი მუშაობის სტიმული მომეცა“.

- ბავშვობიდან ოცნებობდით მასწავლებლობაზე?

- ბევრ რამეზე ვვოცნებობდი, თუმცა მასწავლებლობანასაც ვთამაშობდი ხშირად. საბოლოო გადაწყვეტილება დამამათავრებელ კლასებში მივიღე, საკუთარი მონაცემებისა და ინეტერსებიდან გამომდინარე. მიყვარს ბავშვები და მსიამოვნებს, როდესაც ვზრუნავ მათზე, დადებითი ემოციებით მავსებენ.

- რას თვლით თქვენი, როგორც მასწავლებლის მთავარ მიღწევად?

- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ბავშვების უნარების განვითარება ჩემი ძირითადი მირწევაა. ასევე მნიშვნელოვნად ვთვლი, მუდმივ ზრუნვას თვითგანვითარებაზე. და მესამე, საერთო განათლების ხარისხზე ზრუნვა, საკუთარი გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანია ჩემთვის. 

- მასწავლებელი, რომელმაც განსაკუთრებით დაგამახსოვრათ თავი...

- ტკბილად მაგონდება ჩემი დირექტორი, ისტორიის მასწავლებელი, მარკოზ კირვალიშვილი, რომელიც გაკვეთილების შემდეგ გვტოვებდა, პიროვნული კუთხით ცდილობა ჩვენს განვითარებას და საინტერესო ამბებს გვიყვებოდა. იმდროისთვის მსგავსი აქტივობა უჩვეულო იყო. 

- თავად რა განსაკუთრებულ მიდგომებს იყენებთ სწავლებაში?

- სიახლე, რომელიც ჩემი მოსწავლეების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, პრაქტიკული სწავლებაა, რადგან სხვადასხვა სახის ცდის ჩატარება ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა.

ჩემი მუშაობიდან მოსწვალეებს სასწავლო პროექტები და პრეზენტაციები, როლური თმაშები დაამახსოვრდებათ. ვაწყობთ იმიტირებული წარმოდგენებს ქართულის გაკვეთილზე, ბავშვები ნაწარმოების პერსონაჟებს აცოცხლებენ, დავალებას ამ გზით ვიბარებ ხოლმე. ვიყენებ „ცხელი სკამის“ მეთოდს, რაც კითხვის დასმის ტექნიკას ავითარებს. 

მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ ცდები. რაღაც ახალს რომ აღმოაჩენენ, თვალები უბრწყინდებათ. მაგალითად, პროექტი ჯანსაღი კვება - მდგრადი განვითარების მიზნებზე იყო ორიენტირებული, თავად გააკეთეს სხვადასხვა ტიპის საკვები, კვლევა-ძიების საკითხზე იმუშავეს.

საერთოდ კომპლექსურია ეს პროექტები და ძალიან ბევრ უნარს ავითარებს. მე თვითონაც დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესით და კეთებით სწავლების პრონციპით საკითხი მოსწავლეებსაც უკეთ ამახსოვრდებათ.

- სემიოტიკური წიგნიერების ასამაღლებლად მუშაობთ, რას მოიაზრებს ეს პროცესი?

- სემიოტიკური წიგნიერება არის სქემებითა და დიაგრამებით აზროვნება. პროექტების ფარგლებში და კვლევა-ძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის თავმოყრა, გადამუშავება და ასახავა მნიშვნელოვანია დაიაგრამისა და სქემის სახით, ამ გზით მკაფიოდ ხდება ცოდნის ორგანიზება.

- აქტიურად აწყობთ მოსწავლეთა კონფერენციებს, რა არის ამ აქტივობის მთავარი მიზანი?

- მესტიის რაიონში ვმუშაობ, აქ ბავშვები სხვადასხვა საგანს წარმატებით ითვისებენ და ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა მხოლოდ სასკოლო სივრცეში აქვთ. ისინი უცხო გარემოში არ ხვდებიან და კომუნიკაცია უჭირთ. თუ კომუნიკაცია არ შეუძლია ბავშვს, ვერანაირ ცოდნას ვერ გამოიყენებს. და ზუსტად აქედან წარმოიშვა სასკოლო კონფერენციების ჩატარების იდეაც, ბავშვების საკომუნიკაციო უნარებისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად.

მასში რამდენიმე რაიონის სკოლა იღებდა მონაწილეობას. თავდაპირველად, მოსწავლეებს უცხო აუდიტორია აშინებდათ, პირველივე გამოსვლის შემდეგ, მათ ეს დაბრკოლება დაძლიეს და მაშინვე ახალი პრეზენტაციის წარდგენის სურვილი გაუჩნდათ. ერთმა აქტივობამაც კი დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე.

- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში „მასწავლებლის ეროვნიული ჯილდოს მოპოვება?

- მეტად თავდაჯარებული მასწავლებელი გავხდები, უფრო დიდი სტიმულით გავაგრძელებ საყავარელ საქმეს და მჯერა, შემოღებული ინოვაციები და ახალი გამოცდილება, ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცეს გამოადგება.

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე...

- ორი მთავარი მიზანი შემიძლია გამოვყო სამომავლოდ: სქემაში წინ წასვლა, ანუ წამყვანი მასწავლებლის სატატუსის მოპოვება და საზაფხულო ან შაბათის სკოლის გახსნა. რაც ახალგაზრდებს მრავალი კუთხით განვითარებაში დაეხმარება და არაფორმალური განათლების დანერგვას შეუწყობს ხელს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება