| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება პირველად პროექტთან შედარებით, 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გაიზარდა, თითქმის, 90 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს.
ზოგადი განათლების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყო 37 მილიონ ლარზე მეტი და მისი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა;
პროფესიული განათლების ნაწილში, დამატებით გამოიყო 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 10 მილიონი ლარი, შესაბამისად პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 229 მილიონ ლარს აჭარბებს;
ინკლუზიური განათლების დაფინანსება, გაზრდილია 8 მილიონ 500 ათასი ლარით და 101 მილიონ ლარს აჭარბებს;
ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია, თითქმის, 6 მილიონი ლარით და 21 მილიონ 500 ათას ლარს აჭარბებს;
ინფრასტრუქტურის ნაწილში, დამატებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი უმაღლეს სასწავლებლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ხოლო 18 მილიონი გამოიყო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურისთვის.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას