სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ჩემი ბიჭი წერდა?“ - აბიტურიენტები იცვლებიან, განწყობა, ფრაზები და მშობლები უცვლელები არიან
04-07-2018
-
+


გამოცდებს ყოველთვის ახლავს თან გულშემატკივარ მშობელთა უდიდესი ნაკადი, რომლებიც თითოეულ გამომსვლელს უამრავი კითხვით ხვდებიან გარეთ და ისედაც დაბნეულ აბიტურიენტებს უფრო მეტად აბნევენ. 

ასეთ დროს ისინი გაუცნობიერებლად ამბობენ ხოლმე ფრაზებს, სიტყვებსა და წინადადებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ძალიან პოპულარული ხდება. 

ისტორიამ ამ 13 წლის მანძილზე ბევრი სახალისო და სასაცილო ფრაზა შემოგვინახა, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს და ბევრს თავის საგამოცდო პერიოდს ახსენებს. 

გამონაკლისი არც წლევანდელი გამოცდებია. 

მაშ ასე, თბილისის N177 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი...

„აი, ბიჭები გამოდიან, წამში დაწერეს, ალბათ, ყველაფერი“

„რა ქენი მამა გენაცვალოს, აჩვენე ვისი შვილიც ხარ?!“ 


„ვენტილატორი ჩაურთავთ, მაგის ბზრიალიღა აკლდათ ახლა ამათ“

„გავიგე ემოციური მშობლები შეიძლება შეყვნენ შვილებსო და მართალია ნეტა?!“

„ისეთი ბედნიერი გამოდის, გეგონება დასასვენებლად მყავდა გაშვებული, ცოტა ნანერვიულები სახე მაინც მიიღე შვილო“


„ამას რამდენი წყალი გამოაქვს, თავის დასაბანად შევიდა თუ გამოცდაზე“ (გოგონას პარკით დაახლოებით 4-5 ბოთლი წყალი გამოჰქონდა)

„გოგო წამოვიდა, - გამატარეთ, კოპლებიანი ხომ არ აცვია? - არა - ა, მაშინ არაა ჩემი, აღარ გამატაროთ“

„კაცია-ადამიანი“ შეხვდაო და იმედია ბუზების თვლა არ დაიწყო მანდ და არ დამღუპა“


„ჩემსას კალიგრაფიის პრობლემა აქვს, ასოებს ვერ წერს და ნეტა მაგაში ქულა დააკლდება?!“

„რა კარგი ზაგარი აქვს, ფანჯრისკენ იჯდა, ალბათ“


„ჩემი აზრით, ლუარსაბი ძალიან კარგი ტიპი იყო, აშავებდა რამეს? აი, „ჯაყოს ხიზნები“ კი ისეთი ნაწარმოებია 50 წლის ასაკში უნდა წაიკითხოს ადამიანმა და აბიტურიენტები არ უნდა აწვალონ ზედმეტად. 
მე, მაგალითად, ჯერ არ წამიკითხავს“

გაგრძელება იქნება... 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება