სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვფიქრობთ, 12 კლასი ოფციის სახით შევინარჩუნოთ და წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ“... - განათლების მინისტრის მოადგილე რეფორმაზე
13-11-2025
-
+


„ვფიქრობთ, 12 კლასი ოფციის სახით იქნება შენარჩუნებული როგორც კერძო სკოლებში, ასევე შესაძლებელია, საჯარო სკოლებში გარკვეული ტიპის კლასების დამატებით. ამაზე უფრო დეტალურად მინისტრი ისაუბრებს. ვფიქრობთ, გარკვეული ტიპის წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ, რომ ვნახოთ, რა რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ ამის მიხედვით იგივე საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასები დავამატოთ“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, დეკემბრის დასაწყისში იქნება პრეზენტაცია ზოგადი განათლების მიმართულებით და მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი:

„სწავლების 11, 12 ან 13 წელს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა განსაზღვრავს. ვადასტურებთ, რომ ასეთი 12 წელი ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაშია. თუმცა, განსხვავებულიცაა. მაგალითად, ესპანეთს 13 წელი აქვს. იმის გამო, რომ არც ერთი პოტენციური სტუდენტის სურვილი ინტერესის მიღმა არ დარჩეს და არ ჩავთვალოთ ის, რომ შესაძლებელია, რომელიმე სტუდენტს გარკვეული ტიპის ტექნიკური ბარიერები შეექმნას, განათლების სამინისტრო ამუშავებს მოდელს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ერთიან კონცეფციაში იქნება წარმოდგენილი. მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი წარადგენს. ზოგადი განათლების მიმართულებით იქნება პრეზენტაცია, სადაც ძალიან ნათლად ვაჩვენებთ, რა ტიპის მოდელს ვთავაზობთ. მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვის ინტერესი დაცული იყოს და გარკვეული ბარიერები არ ჰქონდეს.

ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ 12 კლასი ოფციის სახით იქნება შენარჩუნებული როგორც კერძო სკოლებში, ასევე შესაძლებელია, საჯარო სკოლებში გარკვეული ტიპის კლასების დამატებით. ეს დამოკიდებულია რაოდენობაზე. ამაზე უფრო დეტალურად მინისტრი ისაუბრებს. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ტიპის წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ, რომ ვნახოთ, რა რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ ამის მიხედვით იგივე საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასები დავამატოთ“, - განმარტა ზვიად გაბისონიამ.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება