სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„დაბალი აკადემიური მოსწრების კლასელებს გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება“ - როგორ ახასიათებენ „საქართველოს ეტალონ მოსწავლეს“
28-06-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2017-2018 წლების გამარჯვებული თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა. 

თბილისის N155 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ხულორდავამ Etaloni.ge-სთან ინტელექტ-ჩემპიონატზე ისაუბრა და ლაზარეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა: 

„ამ პროექტს იმიტომ ვაფასებ, რომ სწავლასა და განათლებაზეა ორიენტირებული. პირდაპირ გეტყვით, რომ „ეტალონი“ ძალიან მიყვარს. პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა და აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა. იმავეს ვიტყვი, მასწავლებლებზე, ადმინისტრაციასა თუ მოსწავლეებზე. ყველას ძალიან უხარია. ასევე, ძალიან ვაფასებთ „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის შრომას და მალე სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას გისურვებთ,“ - აღნიშნა ხათუნა ხულორდავამ. 

მისი თქმით, სექტემბერში ლაზარეს გამარჯვებას გრანდიოზულად აღნიშნავენ და მოსწავლეს სიმბოლური საჩუქარითაც დააჯილდოვებენ. 

ლაზარე ბედუკაძის პიროვნულ თვისებებსა და უნარებზე მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა ხატია ტალახაძემ ისაუბრა: 

„ლაზარეზე მოსაყოლად, ალბათ, 24 საათიც არ მეყოფა... ის არის ძალიან მიზანდასახული, მოტივირებული და ჭკვიანი ბიჭი. არ კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რასაც სკოლაში ასწავლიან და სულ კითხულობს სხვადასხვა ლიტერატურას. აქვს ძალიან დიდი ენციკლოპედიური ნიჭი, განსაკუთრებით აინტერესებს გეოგრაფია და ისტორია. სწავლის გარდა არის ძალიან მოსიყვარულე და თბილი. ეხმარება დაბალი აკადემიური მოსწრების თანაკლასელებს გაკვეთილების გაგებასა და მომზადებაში. აღსანიშნავია, მისი დამოკიდებულება მასწავლებლებისადმი. ასევე, მინდა გითხრათ მადლობა იმისთვის, რასაც „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი აკეთებს. ეს არის დიდი სტიმული და მოტივაცია მოსწავლეებისთვის“ - დასძინა ხატია ტალახაძემ. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი რუსთაველის თეატრში გაიმართა. ფინალურ შოუ-კონკურსზე საკუთარი მუნიციპალიტეტი/ქალაქი 78-მა „ეტალონი მოსწავლემ“ წარადგინა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება