სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხვალიდან სკოლები და ბაღები ისვენებს - ნახეთ, როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი
08-05-2025
-
+


დღეიდან - 8 მაისიდან სკოლები და ბაღები 4 დღით - 13 მაისამდე დაისვენებენ.

საქართველოს კანონმდებლობით 9 და 12 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების, ასევე წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეები - უქმედაა გამოცხადებული და რეგულაცია საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ეხება.

13 მაისიდან კი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

ზოგადად, საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს - იხილეთ ჩამონათვალი:

იანვარი:

1 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;

2 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;

7 - ქრისტეს შობა;

19 - ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

მარტი:

3 - დედის დღე;

8 - ქალთა საერთაშორისო დღე;

აპრილი:

9 - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

18 - დიდი პარასკევი;

19 - დიდი შაბათი;

20 - აღდგომა;

21 - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;

მაისი:

9 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

17 - ოჯახის სიწმინდის დღე;

26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

აგვისტო:

28 - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

ოქტომბერი:

14 - მცხეთობა (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის);

ნოემბერი:

23 - გიორგობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება