სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თსუ-ში პოეტ ვასილ ბესელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
06-12-2016
-
+


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, ზვიად გამსახურდიას სახელობის 317-ე აუდიტორიაში, თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის, ვასილ ბესელიას, შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ვასილ ბესელიას პოეზიის თაყვანისმცემლები, ცნობილი პოეტები. 

საღამო გახსნა უნივერსიტეტის სტუდენტმა, შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ახალგაზრდა შემოქმედმა გიორგი ხულორდავამ.

ვასილ ბესელიას პოეზიაზე ისაუბრეს პოეტებმა ტარიელ ჭანტურიამ, გენო კალანდიამ, ერეკლე საღლიანმა, ნომადი ბართაიამ, ბათუ დანელიამ, საშა გველესიანმა, მიმოზა ცანავამ, დავით შემოქმედელმა, ჟურნალისტმა და გამომცემელმა ზაურ ნაჭყებიამ.

გამომსვლელთა ერთსულოვანი შეფასება ასეთი იყო: ,,ვასილ ბესელიას პოეზიის საღამოზე, ვნახე, თუ როგორ მონატრებიათ ქართველ პოეზიის მოყვარულებს ტრადიციული კარგი ლექსი. თურმე არ მოძველებულა რითმა, პირიქით - ყველაზე ძველი რითმაც კი ახლებურად ჟღერს პოეტად დაბადებულ ოსტატის სტრიქონებში. “

საღამო, რომელსაც უძღვებოდა პოეტი და პროზაიკოსი გურამ ოდიშარია, გაალამაზა ,,კოლხური ტრიოსა'' და ,,ფადაგის'' მელოდიებმა.

პოეტი ვასილ ბესელია სამადლობელ წერილს აქვეყნებს თავის ოფიციალური ფეისბუკ გვერდზე: 

''2 დეკემბრიდან მოყოლებული დაბნეული დავდივარ... ძალიან მინდა საღამოზე მობრძანებულ ყველა სტუმარს გადავეხვიო და მადლობა ვუთხრა!

მადლობა მათაც, ვისაც გულით უნდოდა მოსვლა და ვერ მოვიდა!

მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს, სამშობლოდან შორს რომ არიან და ქართული ლექსით იმაგრებენ გულს!

მადლობა მათაც, ვინც არ მოვიდა და არც უფიქრია მოსულიყო!

მე ყველა მიყვარს!....

მადლობა ჩემს უსაყვარლეს კოლეგა პოეტებს, მადლობა თბილი სიტყვებისა და გამხნევებისთვის!

მადლობა ჩემს სენაკელ მეგობრებს....

მადლობა "კოლხურ ტრიოსა" და "ფადაგს" ულამაზესი მელოდიებისათვის....

გამორჩეულად მინდა უნივერსიტეტის სტუდენტებს გადავუხადო მადლობა. მადლობა, რომ ლექსი უყვართ!

გულითადი მადლობა ჩემს უმცროს მეგობარს გიორგი ხულორდავას, რომელსაც სიხარულით მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა შესცქერის!

მადლობა უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას!"


იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება