| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, პირველკლასელებმა, ბუნებისმეტყველების საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემა იყო - „გრძნობის ორგანოები“.
მოსწავლეები საინტერესო და სახალისო ფორმით გაეცნენ გრძნობის ხუთივე ორგანოს — მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოსა და შეხების — ფუნქციებსა და მნიშვნელობას.
გაკვეთილი ინტერაქციულად წარიმართა: ბავშვებმა არა მხოლოდ მოისმინეს თეორიული ინფორმაცია, არამედ თავად ჩაერთვნენ აქტივობებში — დააკვირდნენ ილუსტრაციებს, გამოიყენეს სენსორული მასალები, გაანალიზეს სხვადასხვა საგნის მახასიათებლები და თავიანთი გრძნობების მეშვეობით დაადგინეს, როგორ აღიქვამენ სამყაროს.
დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, სადაც თვალსაჩინოდ გამოსახეს თითოეული გრძნობის ორგანო და მის ფუნქციასთან დაკავშირებული მაგალითები.
დავალება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა.
დავალება მოსწავლეებს პედაგოგებმა - ხათუნა წინწკალაძემ და მარი დავლაძემ შესთავაზეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად