| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ყაურმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით პროექტებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყაურმის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით მასწავლებლები აქტიურად მუშაობენ.
სწორედ მათი დამსახურებით, ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზუსტად აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის სრულფასოვნად ცოდნა სამომავლო განვითარებისთვის და ამიტომ, გასაკვირი არცაა, სკოლის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები რომ არიან.
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს, ყაურმის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები „ზღაპრული“ აქტივობებით შეუერთდნენ - ბავშვებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ასტრიდ ლინდგრენის, მარკ ტვენის, ასევე ქართველი მწერლების ზღაპრები და პატარა მოთხრობები, ხოლო შემდეგ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებს ძალიან უყვართ ზღაპრების კითხვა. ყაურმის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე ლიტერატურით და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ომეგობრონ წიგნებთან.
ინფორმაციისთვის: 1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად