| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო და ასევე გარემოსდაცვით პროექტებში.
ახლახან, ტყის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ეკოკლუბ „მწვანე მომავლის ორგანიზებით“, მე-5 „ა“ და მე-5 „ბ“ კლასების მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.
ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს ტყის მნიშვნელობისა და მის მოვლა-გაშენება-დაცვის შესახებ საქართველოში.
როგორც ზერტის საჯარო სკოლაში გვიამბობენ, შეხვედრაზე მეხუთეკლასელებმა წარმოადგინეს პლაკატი - „საქართველოს ტყეები“, რომელშიც გადმოცემული გახლდათ ინფორმაცია საქართველოს ტყეების ტიპებისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ.
აქტივობაში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა - ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები, მიეღოთ საინტერესო ინფორმაციები და თავადაც გაეზიარებინათ ცოდნა გარემოსდაცვითი მიმართულებით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად