სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
06-12-2016
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპს იწყებს. გადამზადების პირველი ეტაპი დირექტორებმა ლიდერობის პირველი აკადემიის ფარგლებში 2016 წლის აგვისტო-ოქტომბერში გაიარეს.

ლიდერობის მეორე აკადემია მთლიანობაში 6 მოდულისგან შედგება. მათგან ორი მოდული საჯარო სკოლის დირექტორებს და პროექტის სკოლის ბაზაზე შერჩეულ ფასილიტატორებს 2016 წლის დეკემბერში, ასევე 2017 წლის იანვარსა და აპრილში შეეთავაზებათ.

ლიდერობის მეორე აკადემიის პირველი ტრენინგ-მოდული „გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება“ ითვალისწინებს ლიდერობის თანამედროვე მახასიათებლების გაცნობას და მათ მორგებას სკოლის დირექტორის მართვის სტილთან, თანამშრომლობისა და ურთიერთობის პრინციპებთან. აკადემიის მონაწილეები მოდულის გავლის პერიოდში გააკეთებენ საკუთარი მართვის სტილის რეფლექსიას და განსაზღვრავენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე შესაძლებლობებს და რისკებს. 

გარდა აღნიშნულისა, მოდული, მიზნად ისახავს მასწავლებელთა სასწავლო საჭიროებების საკვლევად აუცილებელი სხვადასხვა ხერხის გაცნობას და შედეგის შესაბამისად, ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპების გამოყენებას. ამ მიზნის წარმატებით მისაღწევად მოდული აერთიანებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, ისეთს როგორიცაა, ჯგუფური მუშაობა, სიტუაციური ამოცანა, სიმულაციური თამაში და ა.შ.

რაც შეეხება მეორე მოდულს „სწავლების მენტორობა“, მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებლის მენტორობის სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენებას, მასწავლებლის პროფესიული პორტფოლიოს შექმნის პროცესის გამოყენებას კოლეგიალური მენტორობისა და ურთიერთსწავლებისთვის.

აღნიშნული ორი მოდულის გავლის შემდეგ სკოლის დირექტორებსა და ფასილიტატორებს გააზრებული ექნებათ მართვისა და თანამშრომლობის თანამედროვე პრინციპები.

საჯარო სკოლის 1700-მა დირექტორმა ლიდერობის პირველი აკადემია მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან გაიარა.

პირველ ეტაპზე დირექტორები სამ მოდულში გადამზადდნენ:

· 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები;

· ეფექტური დირექტორი: თეორიიდან პრაქტიკისკენ;

· ფინანსური მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, დროის მართვა და საკანონმდებლო საკითხები;

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორთაუწყვეტ პროფესიულ განვითარებას. 

აკადემიის თითოეული ეტაპი რამდენიმე მოდულისგან შედგება და აერთიანებს ტრენინგებისციკლსა და კვარტალურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებულიცოდნა და უნარები. პროექტის შედეგად, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის ჩათვლით, ყველა საჯარო სკოლის დირექტორიგადამზადდება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო კურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ბაზაზე შექმნილი პროექტის მართვის გუნდისა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტების მიერ ერთობლივად შემუშავდა. 

ლიდერობის აკადემიისამოქმედების მიზანია სკოლის დირექტორების 21-ე საუკუნის სკოლის ლიდერებისათვის საჭირო უნარ-ჩვეებით აღჭურვა და მათ მიერ, როგორც სკოლის ეფექტიანი მართვა, ასევე მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროსთან თანამშრომლობით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება