სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჩიტაურმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა
02-04-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა და ამავე დროს დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად.

პროექტის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა და სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ინკლუზიური გარემოს წახალისება, მოსწავლეთა ემპათიის, ტოლერანტობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა.

პროექტში აქტიურად ჩაერთნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, რომლებმაც ფერადი წინდებისა და პოსტერების შექმნით გამოხატეს სოლიდარობა. ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებთან ჩატარდა დისკუსია, დაისვა აქტუალური კითხვები, ხოლო ღონისძიების დასასრულს გაიმართა პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო მოსწავლეთა აქტივობები და მათი შთაბეჭდილებები ამ დღის მნიშვნელობაზე.

გარემოს გაფორმებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მოსწავლეებმა, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრებით მორთეს სკოლის სივრცე. პროექტის პრეზენტაციის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ ტაბატაძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია მოსწავლეებსა და პედაგოგებში.

დისკუსიამ და შემოქმედებითმა აქტივობებმა ხელი შეუწყო დაუნის სინდრომის შესახებ სტიგმების დაძლევას და თემის უკეთ გააზრებას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა და მისი არსი გაცილებით უკეთ გაითავისეს.

„ღონისძიება სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ინკლუზიურობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის ჩამოყალიბებისკენ. მსგავსი აქტივობების ჩატარება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ემპათიის გაღრმავებას და საზოგადოებაში თანასწორი დამოკიდებულებების ფორმირებას.

განსაკუთრებული მადლობა პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და სკოლის საზოგადოებას მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი ეკატერინე ჩიტაური. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება