სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3900-მა მოსწავლემ სწავლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო შეწყვიტა - 2024 წლის სახალხო დამცველის ანგარიში 
02-04-2025
-
+


2024 წელს ჯამურად 10800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, აქედან საზღვარგარეთ ოჯახათან ერთად წასვლის გამო სტატუსი 3900 მოსწავლეს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.

2024 წელს 7 599 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 3201 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. 1976 (10800 მოსწავლიდან) უცხოეთის მოქალაქეა, 2 კი მოქალაქეობის არმქონე.

სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად, დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება“, „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება“ და „ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობა“. ამასთანავე, ტერიტორიული განფენილობის მიხედვით, 2024 წელს სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (4170), ასევე, ქვემო ქართლისა (1979) და აჭარის (1273) რეგიონებში დაფიქსირდა .

„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი, წლებია, უთითებს მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის სრულყოფისა და დახვეწის აუცილებლობაზე, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა სტატუსის შეჩერების მიმართვების სტატისტიკის დახვეწაზე, მათ შორის, შიდაუწყებრივ რეგულირებაში ცვლილებების კუთხით და პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

2023 წელს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით სწავლა 5604-მა მოსწავლემ შეწყვიტა - სტატისტიკა  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება