| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობენ.
„პროფესიული განვითარება არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გულისხმობს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. ჩვენი სკოლის პედაგოგები მუდმივად ეძიებენ სიახლეებს და აქტიურად იღებენ მონაწილეობას პროფესიული ზრდის პროცესში“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ პედაგოგთა აქტიურობა.
ახლახან, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე დაესწრო English Book Education-ისა და Macmillan Education-ის ერთობლივ კონფერენციას, რომელსაც უძღვებოდა დეივ სპენსერი (Dave Spencer), რომელიც გახლავთ ბესტსელერი სერიის Gateway-ის ავტორი და საერთაშორისო ტრენერი.
კონფერენცია პედაგოგისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
„გვჯერა, რომ თამარი ნაყოფიერად გამოიყენებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი სკოლის მოსწავლეების განათლების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. წარმატებები საუკეთესო თამარს!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად