სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ფინანსური განათლების ტრენინგი ჩატარდა
02-04-2025
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით მიმდინარე პროექტის -„ფინედუს ტრენერის“ ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა ტრენინგი ფინანსური განათლების შესახებ.

ტრენინგი სკოლაში 28 მარტს ჩატარდა და სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების მიმართულება „ფინედუ“ და საქართველოს ბანკი. ტრენინგს უძღვებოდა „ფინედუს ტრენერი“, თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია მუსერიძე.

ტრენინგის საკითხს წარმოადგენდა „საბანკო პროდუქტები და ტერმინები“. მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ სწავლებაში.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის და „ფინედუს“ ფუნქციების შესახებ, ჩაერთნენ დისკუსიაში თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლება. სახალისო აქტივობებით გაეცნენ საბანკო პროდუქტებსა და ტერმინებს, გააზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

ტრენინგის შეჯამების დროს თლუღის საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინა გოცირიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება