| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
შემეცნებითი და კვლევითი პროექტები მათ საშუალებას აძლევს, ცოდნა გააღრმავონ და პრეზენტაციის უნარები განივითარონ.
მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი თემაზე - „კახეთი“ და მისი შთამბეჭდავი პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კახეთის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, გეოგრაფიული თავისებურებები და ღირსშესანიშნაობები განიხილეს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კახური სუფრის ტრადიციები, ფოლკლორი, ადგილობრივი ღვინის წარმოება.
მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხით გაანალიზეს კახეთის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიასა და კულტურაში.
ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ერთმანეთს გაუზიარეს აზრები და საინტერესო დასკვნები გააკეთეს.
„დღეს ასე იაქტიურეს ჩემმა ყოჩაღებმა“,- აღნიშნავს პედაგოგი ცისია მოსიაშვილი და ახარებს, რომ მისმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ახალი ცოდნის მიღება მათთვის არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცესიცაა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი პროექტები ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად