| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ, კაცთმოყვარეობას, სიკეთის კეთებას, ემპათიასა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან და მათი სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნევან.
„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ – თანადგომა, თანაგრძნობა, ღიმილი, მადლიერი სიტყვა - უმთავრესი და უპირველესია დღევანდელ ცხოვრებაში“ - სწორედ ამ სიტყვებს შთააგონებენ პედაგოგები მოსწავლეებს და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ.
ახლახან, დეხვირის საჯარო სკოლის - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქრისტინე ჭაბუკიანის - ინიციატივით, მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობითა და სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, ქალაქ ცაგერის უმწეოთა სასადილოში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ბენეფიციარებს.
მოსწავლეები საინტერესო პროგრამით წარდგნენ და უმწეოთა სასადილოს სტუმრებს ერთი გამორჩეული დღე აჩუქეს.
„მათთვის აღნიშნული გარემო წარმოადგენს ერთმანეთთან შეხვედრის სიამოვნებას, სულიერ საზრდოსა და მატერიალურ დახმარებას. თითოეულ ბენეფიციარს ჩვენგან გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
დიდ მადლობას ვუხდით ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტებს ღონისძიების მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის , ასევე - უმწეოთა სასადილოს თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისათვის. მადლობა - ღონისძიებაში ჩართულ ყველა მონაწილეს დღევანდელი დღის გალამაზებისთვის!
ვიყოთ მზეები ერთმანეთის ცხოვრებაში, გავათბოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს და გავზარდოთ ჩვენი სულიერი საზრდო ერთმანეთის სიყვარულით !“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად