| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ რა განათლება უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებს.
კონკრეტულად კი, სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
გ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).“.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ან პროფესიული განათლება სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით;
ბ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.“.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე.
ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს -- აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან დაკავებული პოზიციის შესაბამისი პროფესიული განათლება.
ასევე ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.“.
კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში.
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს კი - სრული ზოგადი განათლება, ხოლო მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას