| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
სკოლის IIა კლასმა გაზაფხულის შემობრძანება მშობლებთან ერთად იზეიმა.
ღონისძიება გაფორმდა საინტერესო აქტივობებით, მხიარული სანახაობებითა და ბავშვების შემოქმედებითი ნომრებით, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა საზეიმო განწყობას.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები.
მათი გამოსვლები სავსე იყო სიხარულითა და ფერადოვნებით, რაც დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარ სანახაობად იქცა.
მშობლების აქტიური ჩართულობამ ღონისძიებას მეტი განსაკუთრებულობა შესძინა. მოსწავლეები არა მხოლოდ მაყურებლის როლში იყვნენ, არამედ უშუალოდ მონაწილეობდნენ აქტივობებში – ეხმარებოდნენ ბავშვებს, ამზადებდნენ დეკორაციებს და მხარს უჭერდნენ მათ თითოეულ შემოქმედებით წამოწყებას.
პედაგოგი ნათია ჯულუყაძე მადლობას უხდის ყველას ვისაც ღონისძიებით წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის. ასევე, მადლობას ვუხდი მუსიკალური გაფორმებისათვის მუსიკის პედაგოგ ნინო ლომჯარიას, ქორეოგრაფიულ ნაწილში კი ბატონ ემზარ სანიკიძეს“,- აღნიშნავს პედაგოგი.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას, რადგან მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ავითარებს ბავშვების შემოქმედებით უნარებს, არამედ აძლიერებს მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობის ამღლებას სასკოლო ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად