სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს
01-04-2025
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით ისასპარეზეს, საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

მოსწავლეებმა მაღალი აკადემიური მზადყოფნა და ცოდნა გამოავლინეს, ყველა დასმულ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდნენ და მაქსიმალური 100 ქულა დაიმსახურეს.

ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ - გიორგი ბურჯალიანი, ლიზი წიკლაური, ბარბარე დვალიშვილი,
გიორგი ბერაია. მოსწავლეები გადავიდნენ შემდეგ ტურში. მოსწავლეთა პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე გახლავთ. 

მონაწილეებმა გამოავლინეს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები, კრეატიულობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მათი წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის N28 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და უწყობს ხელს ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას და კონკურენტულ გარემოში მათი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

მოსწავლეები ოლიმპიადისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდნენ, რაც საბოლოო შედეგებშიც აისახა.

მსგავსი აკადემიური შეჯიბრებები მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის, რადგან ისინი ამზადებს მათ მომავალი გამოწვევებისთვის.

სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს წარმატებას და მათ ახალი მწევრვალების დაპყრობას უსურვებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება