| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში ფორმალური თუ არაფორმალური სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა პატრიოტულ აღზრდას. ყველა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენასთან დაკავშირებით ტარდება საუბრები, მზადდება პრეზენტაციები, მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით პარალელურად ინტერესით ეცნობიან ველევის თემისა და რაჭის ისტორიულ ძეგლებს, გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას, ახერხებენ მრგლოვანით წერასა და კითხვას პედაგოგ ირმა მაცაბერიძის დახმარებით.
სკოლის დირექტორის ეკატერინე ჭიჭინაძის ჩართულობით, ამჯერად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნა საინტერესო აქტივობით, რომლის ფარგლებშიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ამავე თემაზე წარმოადგინა პრეზენტაცია მეექვსე კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ გოგსაძემ თემაზე: „ექვთიმე კერესელიძე-ქართული გალობის რაინდი“.
მან საინტერესოდ წარმოაჩინა დიდი სასულიერო პირის ღვაწლი ქართული საგალობლების შეგროვებისა და გადარჩენის საქმეში, პარალელი გაავლო სხვა დამსახურებულ ქართველ მოღვაწეებთან. ნიკოლოზს ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ექვთიმე აღმსარებელი, რომელმაც უდიდესი საქმე გაუკეთა ქვეყანას, მისი მშობლიური კუთხის რაჭის წარმომადგენელია და სურვილი აქვს მოინახულოს მისი მშობლიური გარემო სოფელ სადმელში. პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და დაიგეგმა გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს ასრულდეს ნიკოლოზის სურვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად