| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრაფალფეროვან მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - სამყაროს შემოქმედებითად გააზრება.
გაკვეთილი ორი საგნის ქართული ენა/ლიტერატურის და ხელოვნების ინტეგრირებით ჩატარდა და მეტად საინტერესოდ წარიმართა.
პედაგოგმა მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. თემა სიღმისეულად შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო - შემოქმედებითი პროცესის ღირებულება, აზროვნების, მეხსიერების, მეტყველების, კოორდინაციის განვითარება, ემოციების, გრძნობების, განცდების გამოხატვის უნარი, ფანტაზიის, მხედველობითი მეხსიერების განვითარება.
„ლალი მურადაშვილის ინტეგრირებულ გაკვეთილებზე ბავშვების მრავალფეროვნებას საზღვარი არ აქვს....სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებელს ხალისიანი გაკვეთილებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად