სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N175 საჯარო სკოლაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საინტერესო პროექტი მიეძღვნა
25-03-2025
-
+


24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას თბილისის N175 საჯარო სკოლა საინტერესო პროექტით გამოეხმაურა. 

საბუნებისმეტყველო კათედრაზე, ბიოლოგიის  პედაგოგების - თინათინ კაკაბაძის, მარინა გოგეშვილის, ირმა ცირეკიძისა და ეთერ პაპუნაშვილის ხელმძღვანელობით, მე-8 კლასის პარალელებში განხორციელდა პროექტი - „ტუბერკულოზი განკურნებადია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობას ამ დაავადების შესახებ, მისი გავრცელების გზების, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის მნიშვნელობის ხაზგასმას, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვა. ასევე პროექტის მიზანი იყო შეხსენება - რომ არ უნდა დაგვავიწყდეს - ტუბერკულიოზი დღეს უკვე განკურნებადია.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრო სასკოლო საზოგადოება: დირექცია, მოსწავლეები და მასწავლებლები, მიწვეული სტუმრები და მშობლები.

სასკოლო საზოგადოებაში გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები, მონაწილეებმა მიიღეს დამსწრე საზოგადოების მიერ პოზიტიური უკუკავშირი.  ყველა ერთად შეთანხმდა, რომ ინფორმირებულობა ტუბერკულოზს ამარცხებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება