| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, პედაგოგ სვეტლანა აროიანის ინიციატივით მე-5 კლასელებმა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე თემა - სამეგრელო, საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დასმულ კითხვებს უპასუხეს, თემას ჩაუღრმავდნენ და უკეთ გაიაზრეს. გაკვეთილის პირველი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შემდეგ კი მოეწყო ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“. მოსწავლეებმა მეგრული სამზარეულოს კერძები წარმოადგინეს და საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის სამზარეულოზე, კულტურასა და ტრადიციებზე ისაუბრეს.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. კლასის კედელზე გამოკრულ „მეგობრობის პოსტერზე“ კი წერილები მოათავსეს, რომლებიც ამჯერად მეგრელ მეგობრებს გაუგზავნეს.
გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებისთვის მეგრული ცეკვა შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად