| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პატრიოტული სულის ზეიმი იხილა ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას დაბადების დღეს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი მისივე სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლამ ღირსეულად აღნიშნა.
მოსწავლეებმა, პედაგოგების - ქრისტინე ზამბახიძის, მარინე ჩაკვეტაძისა და მადონა ღვინერიას ხელმძღვალობით, წარმოადგინეს ჟიული შარტავას მიერ განვლილი ცხოვრების გზა.
აღნიშნეს, რომ ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს შეეწირა, მან არ დატოვა დაცემის პირას მყოფი სოხუმი და სოხუმთან ერთად თავადაც გმირულად დაეცა.
მოსწავლეებმა ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, კიდევ ერთხელ გაიაზრეს მისი ღვაწლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები და სასკოლო საზოგადოება.
ღონისძიება კი მომავლის იმედით დამთავრდა, რომ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად