სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩივთქილისის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში, ქვემო ქართლის რეგიონული პირველობის გამარჯვებულია
25-03-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული და აქტიური მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

23 მარტს, ქ. რუსთავში ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც წალკის სახელზე მოასპარეზე ჩივთქილისის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა დამაჯერბელი გამარჯვება.

შედეგები: 1/2 ფინალი - წალკა (33): რუსთავი (17)

ფინალი - გარდაბანი (19) - წალკა (33)

1. წალკა;

2. გარდაბანი;

3. რუსთავი;

4. მარნეული.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულცავთ ამ დიდ გამარჯვებას ჩვენს მოსწავლეებს, სკოლას, სოფელსა და მთელ წალკას. მადლობა, ბიჭებს ჩადებული შრომისთვის, რამაც მოიტანა მორიგი სასურველი შედეგი... მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, წალკის მერიას, სასპორტო სკოლას გვერდში დგომის და მხარდაჭერისთვის!

წინ გველის აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური პირველობა, სადაც, უკვე მოგვიწევს ქვემო ქართლის სახელზე ასპარეზობა. წარმატებები და წინსვლა ბიჭებს!

პატარა სტატისტიკა: წარმოგიდგენთ 2020-2025 წლებში ჩივთქილისის სკოლის მოსწავლეთა ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული მედლების რაოდენობას გუნდურ მიღწევაში, ქვემო ქართლის რეგიონულ პირველბაზე:

სამველ ხაჩატურიან (3 ოქრო), სამსონ პეტროსიან (2 ოქრო), ჰრანტ პოგოსიან (2 ოქრო), არტურ პეტროსიან (2 ოქრო), რუბიკ შახბაზიან (1 ოქრო), არტურ ვოსკანიან (1 ვერცხლი), არტიომ პოგოსიან(1 ვერცხლი), რუბენ მადოსიან(1 ვერცხლი), მიშა აროიან (1 ვერცხლი)“,- აღნიშნავენ სკოლაში და სიამაყით გვიზიარებენ მოსწავლეთა მიღწევებს. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

როგორ ხდება საათების განაწილება მასწავლებლებისთვის - არსებული პრაქტიკა

რა ფერის და როგორი ზედებია დაშვებული სასკოლო ფორმის პიჯაკის შიგნიდან - ფერების ჩამონათვალი 

მე-12 კლასელებთან დაკავშირებით ცვლილებაა - უმაღლესი განათლების შესახებ მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა 

რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ

სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებასი წახალისებულია

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება