| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგი - თამარ ჩიტორელიძე) პროექტით - „ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“ გამოეხმაურენ.
მიუხედავად იმისა, რომ მე-8ა კლასის მოსწავლეები ყოველ წელს მონაწილეობენ სასკოლო პროექტებში, წელს თვითონ გახდნენ ინიციატორები. გაინაწილეს ფუნქციები, მოიძიეს ინფორმაცია და საინტერესო პრეზენტაციით წარდგენ სასკოლო აუდიტორიის წინაშე.
„ვთვლი, რომ აღნიშნული აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ მიმღებლობის, თანაგანცდისა და სიყვარულის უნარები“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახარებს მათი აქტიურობა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად