| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდა.
სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა.
სპეციალურმა მასწავლებელმა - ნანა ბაჯელიძემ უფროსკლასელებთან, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართა საინფორმაციო შეხვედრა დაუნის სინდრომის შესახებ.
პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეხედულება, ისაუბრეს 2025 წლის სლოგანზე - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი დახატეს ხელის სხვადასხვა ფერის ანაბეჭდი, რაც მათი უნიკალურობის სიმბოლოა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...