| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას წელსაც, ტრადიციულად შეუერთდა.
სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ამ დღის სიმბოლო - ქაღალდის „ჭრელი წინდები“ გააფერადეს. VI კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელთან ერთად შექმნეს პლაკატი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და ისაუბრეს საკითხთან დაკავშირებით.
VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა პრეზენტაცია.
მომხსენებლები გახლდნენ XII კლასის მოსწავლე მთვარისა გოზალიშვილი და X კლასის მოსწავლე გიორგი ხარშილაძე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო სეთური.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერომ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად. ეს დღე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა