სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დოშაყესა და თლუღის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა არქეოლოგიის დოქტორის საინტერესო ონლაინ-ლექცია მოისმინეს 
21-03-2025
-
+


ფორმალურ განათლებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოება და ცოდნის გამდიდრება. 

20  მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, არქეოლოგიის დოქტორმა დიმიტრი ჟვანიამ ჩაატარა ონლაინ-ლექცია: „აღმოჩენიდან ლიტერატურამდე“.

ლექციას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს და სოფელ ოჩეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლებისა  და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს საპატრიარქოს რუის-ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები. 

ლექციის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოში ქვის, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს, მათი აღმოჩენისა და შესწავლის ისტორიას და  არტეფაქტების გზას პოვნიდან სამეცნიერო ნაშრომებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებამდე.  

ლექციის ბოლოს მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

დოშაყეს საჯარო სკოლაში დიმიტრი ჟვანიას საინტერესო ლექციისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება