სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურობას, ერთი მიზნისკენ სწაფვას და საქმისადმი ერთგულებას“- ლიანა დოლიშვილი, მუხრანის N3 სკოლის დირექტორი
13-03-2025
-
+


ლიანა დოლიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც სკოლაში პოზიტიურ, ურთიერთპატივსაცემაზე დაფუძნებულ სასკოლო გარემოს უზრუნველყოფს, სადაც დაფასებულია თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი. აფასებს საქმის ერთგულებას და აღნიშნავს, რომ სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გუნდურობასა და ერთი მიზნისკენ სწრაფვას გულისხმობს. ამ შემართებით, კი სათავეში უდგას განათლებული თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ლიანა დოლიშვილთან.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პოზიტიური სასკოლო გარემოა სკოლაში, როდესაც გაძლიერებულია პოზიტივი მოსწავლეების მიმართ, როდესაც ავარიდებთ თავს ნეგატიურ მოვლენებს, ნდობის ფაქტორია დანერგილი, მოსწავლეს ვაძლევთ შანსს წარმოაჩინოს თავისი აზრი, გამოიყენოს არსებული აქტივობები სასწავლო პროცესის მსვლელობაში, ვიყენებთ კეთილგანწყობილ იუმორსაც, რომელიც მოსწავლეზე დადებითად მოქმედებს. დაფასებულია მოსწავლისა და მასწავლებლის შრომა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივსაცემი გახიდულობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან სამართლიანები, უყვართ თავისი ქვეყანა, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები არიან, აქვთ ღირსების გრძნობა, არიან კულტურულები და იციან სწავლის ფასი.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთგუნდიანობა, ერთი მიზნისკენ სწრაფვას და საქმისადმი ერთგულებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- თითოეული მოსწავლის ღიმილი, სადაც ჩანს მისი სული და ხასიათი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

-  „საოცრება“

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო კარნავალი-ფერადი და მხიარული, რომელიც ყველას უყვარს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება