სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გრანდიოზული კონცერტი და საოცარი სანახაობით მოხიბლული მაყურებელი
11-03-2025
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა.

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები გრანდიოზულად აღინიშნა. 

დირექტორის - ეკატერინე ენდელაძის მხარდაჭერით, სკოლაში მასშტაბური კონცერტი გაიმართა. 

სკოლაში არსებული ნანა ზარქუას სახელობის „ხელოვნების სტუდიისა“ და თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი კონცერტმა სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალა. 

მოსწავლეები მრავალფეროვანი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრებით მოეფერნენ დამსწრე საზოგადოებას. კიდევ ერთხელ შეახსენეს მათ გმირი ქალების, დედების როლი საქართველოს ისტორიაში. 

კონცერტს, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები. მათ შორის იყვნენ - მუსიკის სახელმძღვანელოს ავტორი - მაია ოთიაშვილი, ასოციაცია „მცოდნელის“ სიახლეთა კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ლიანა ბედინაძე, საქართველოს განათლების აკადემიის აკადემიკოსი ხათუნა შტააძე, პოეტი ნათია აბულაძე.

ღონისძიება იქ მყოფი თითეული სტუმრისთვის საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ნანა ზარქუა გახლავთ, მასვე ეკუთვნის დეკორაცია. 

სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობა ნანა ზარქუას პირადად ჩემგან  ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის, ასევე მოწვეულ სტუმრებს - მუსიკის სახელმძღვანელოს ავტორ მაია ოთიაშვილს, ასოციაცია „მცოდნელის“ სიახლეთა კვლევის ცენტრის დამფუძნებელს- ქალბატონ ლიანა ბედინაძეს, საქართველოს განათლების აკადემიის აკადემიკოსს- ქალბატონ ხათუნა შტააძეს, პოეტ ქალბატონს ნათია აბულაძეს, სკოლის ყოფილ მასწავლებლებსა და მშობლებს“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება