| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N37 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ცოდნის გასამდიდრებლად კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, 25 თებერვალს სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკული დღე გაიხსენეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ისტორიის კლუბ „ბაგრატიონის ორგანიზებით“, ოკუპაციის თემაზე ჩატარებული სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა დაასრულა დასკვნითმა ღონისძიებამ, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია“, - აცხადებს თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ახალაია და განსაკუთრებულ მადლობას უხდის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს: ევგენია ჩიტიაშვილს, დავით ტაბახმელაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო გარსევანიძეს დახმარებისა და ორგანიზებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე, რომლის მხარდაჭერითაც ღონისძიება წარმატებით შედგა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში
მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო